გენდერული თანასწორობის სურათი დღევანდელ საქართველოში
გენდერული თანასწორობა ნიშნავს, რომ ქალსა და მამაკაცს აქვთ თანაბარი პირობები და ცხოვრებისეული შანსები თავიანთი პოტენციალის სრული რეალიზაციისათვის. თანაბრად მონაწილეობენ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული განვითარების პროცესებში და თანაბრად სარგებლობენ საზოგადოებრივი სიკეთეებით, შესაძლებლობებითა და რესურსებით. გენდერული თანასწორობა არ ნიშნავს ქალისა და მამაკაცის იგივეობას, პირიქით – დემოკრატიულ პლურალისტურ საზოგადოებაში აღიარებულია, რომ ადამიანებს აქვთ სხვადასხვა ღირებულებები და მიზნები, სხვადასხვა საჭიროებები და ცხოვრების წეს. მიუხედავად ამისა, მათი ინტერესები თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა დონეზე, ისინი უნდა სარგებლობდნენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით და ჰქონდეთ ერთნაირი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები. გენდერული თანასწორობა, როგორც დემოკრატიული ღირებულებების შემადგენელი ნაწილი შედარებით ახალი ფენომენია და შრომატევად სამუშაოს მოითხოვს სათანადო გარემოს შესაქმნელად.
საუკუნეების მანძილზე დარღვეული თანასწორობის აღდგენას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვა სტრატეგიებით ებრძვიან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მთავრობებისა და საზოგადოებების დიდმა ნაწილმა გააცნობიერა, თუ როგორი მასშტაბური და დამანგრეველია უთანასწორობის შედეგები. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდის მიზნით დასავლეთ ევროპისა და ამერიკის ქვეყნები სულ უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ კვოტირების სისტემას.
ადამიანი სარკეა იმ საზოგადოების, რომელსაც წარმოადგენს. ერთიანი იდეოლოგიის მატარებელ სოციუმს ძირითადად საერთო ღირებულებები გააჩნია, თუმცა, შეუძლებელია, თითოეულ მოქალაქეს აბსოლუტურად იდენტური ინტერესები და ფასეულობები გააჩნდეს, შეიძლება ითქვას, ეს დამღუპველიც კი იქნებოდა სახელმწიფოსთვის.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატიდან ქალების რაოდენობა მხოლოს 23-ს შეადგენს.
გენდერულმა კვოტირების იდეამ უახლოეს წარსულშიც გაიჟღერა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში სახალხო ინიციატივის საფუძველზე, ინიციატივას 30 000-ზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა ხელი. იგი ითვალისწინებდა სამომავლოდ პარლამენტის წარმომადგენლობის ყოველი მეორე ქალით დაკომპლექტებას, თუმცა რიგი მიზეზების გამო, კანონპროექტის მიღება საპარლამენტო ფორმატში ვერ მოხერხდა.
გენდერულმა კვოტირების იდეამ უახლოეს წარსულშიც გაიჟღერა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში სახალხო ინიციატივის საფუძველზე, ინიციატივას 30 000-ზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა ხელი. იგი ითვალისწინებდა სამომავლოდ პარლამენტის წარმომადგენლობის ყოველი მეორე ქალით დაკომპლექტებას, თუმცა რიგი მიზეზების გამო, კანონპროექტის მიღება საპარლამენტო ფორმატში ვერ მოხერხდა.
აღსანიშნავია, რომ გენდერული წარმომადგენლობის ასეთ ხელოვნურ და „იძულებით“ დაბალანსებას ადამიანთა ერთი ნაწილი სულაც არ უჭერს მხარს,ისინი ფიქრობენ, რომ ეს არის დისკრიმინაციის ფარული გამოხატულება, ვინაიდან აკნინებს ქალთა უფლებას,თავად დაამტკიცონ საკუთარი მნიშვნელოვანი.როლის არსებობა ქვეყნის განვითარებაში.მეორე ნაწილის აზრით, გენდერული კვოტირება არის ერთადერთი გამოსავალი პოლიტიკური იზოლაციის ეფექტურად აღმოსაფხვრელად.
ვფიქრობ, მთავარია პრობლემის აქტუალობის აღიარება, პირველი ნაბიჯები კი ამ კუთხით უკვე გადადგმულია.
ვფიქრობ, მთავარია პრობლემის აქტუალობის აღიარება, პირველი ნაბიჯები კი ამ კუთხით უკვე გადადგმულია.
ოჯახში ძალადობის თემა განსაკუთრებით მტკივნეულია და რთული. მის მიღმა ხომ იმალება ვიღაცის წყენა, გაღიზიანება, უბედურება.
დიდი ხნის განმავლობაში ოჯახში ძალადობა აღიქმებოდა როგორც `კერძო”, `შინაური” საქმე და სახელმწიფო არ იღებდა ვალდებულებას, ამგვარი ძალადობა სოციალურ პრობლემად ეღიარებინა. სიმწვავის მიუხედავად, პრობლემა დღემდე ჩრდილშია მოქცეული. ძალადობის მსხვერპლთ არ უნდათ განცდილის შესახებ განაცხადონ, რცხვენიათ საკუთარი თავის, არ სურთ ოჯახის `ღალატი”, ეშინიათ მოძალადის მხრიდან შურისძიებისა და აგრესიის, არ სჯერათ სამართალდამცავი ორგანოების. ხშირად ნათესავები და სამართალდამცველებიც კი მომხდარში მსხვერპლს ადანაშაულებენ. საზოგადოება თვლიდა და ხშირ შემთხვევაში დღესაც მიიჩნევს, რომ ოჯახური პრობლემები ოჯახში უნდა გაირჩეს, რომ ეს `ოჯახის საქმეა” და სახელმწიფო ამაში არ უნდა ჩაერიოს, რაც განაპირობებს იმას, რომ მსხვერპლი ძალადობის პირისპირ მარტო რჩება და ისღა დარჩენია, უსასრულოდ ითმინოს.
გამოყოფენ შემდეგ ძირითად ფაქტორებს, რომლებიც წარმოშობს ოჯახში ძალადობას:
კულტურული: მოსაზრება, რომ მამაკაცი ყოველთვის უნდა ბატონობდეს ქალზე; ღირებულებები, რომლებიც მამაკაცს ქალსა და გოგონაზე მესაკუთრის უფლებებს სძენს; მოსაზრება, რომ ოჯახი არის მამაკაცის დაქვემდებარების ქვეშ არსებული კერძო სფერო; ქორწინების ჩვეულებები (პატარძალზე დაწესებული ფასი/მზითვი);
ეკონომიკური: ქალის ეკონომიკური დამოკიდებულება მამაკაცზე; ფინანსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა; დისკრიმინაციული ხასიათის კანონები, რომლებიც არეგულირებს მემკვიდრეობის, საკუთრების უფლების, განქორწინებისა და მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ქონების მიღების საკითხებს; სახელმწიფო თუ კერძო სექტორებში დასაქმების ნაკლები პერსპექტივა; განათლების მიღების ნაკლები პერსპექტივები.
ყველამ უნდა ვიცხოვროთ ისე როგორც ჩვენ გვინდა, რადგან ცხოვრება ხანმოკლეა. ყოველი დღე შეიძლება ბოლო იყოს ჩვენი სიცოცხლის. ქალსა და კაცს თანაბარი უფლება აქვთ იცხოვრონ ისე როგორც მათი სურვილია. მაინც ყველგან იქნება ერთუ ციციკორე.