სიყვარული აღგვამაღლებს...

სიყვარული უმაღლესი გრძნობაა, თვით ღმერთია სიყვარული, და ეს ყველგან და ყველაფერშია. “სიყვარული აგვამაღლებს” გვეუბნება შოთა რუსთაველი. მხოლოდ ამაღლებული სულის მქონე ადამიანს შეუძლია სიყვარული, სიყვარულით იბადება ადამიანი და მიდის ამ ქვეყნიდან, სიყვარულით და სინანულით აცილებენ ადამიანს ამ ქვეყნიდან. ამაღლებულ ადამიანს ყველაფერში შეუძლია დაინახოს სიყვარული… ისე როგორც ღმერთია ყველაფერში და თვითონ უფალია სიყვარული. ღმერთმა შექმნა ადამიანი ხატად თავისად და უთხრა:
გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი!
“სიყვარული აგვამაღლებს” – ეს არის ორსიტყვიანი სირბრძნე და ფილოსოფია. არაფრად ითვლება ადამიანი თუ არანაირი სიყვარული არ განუცდია. არარაობაა ადამიანი რომელმაც არ იცის სიყვარული რა არის. სიყვარულიდან მოდის ურთიერთგაგება, პატივისცემა, ერთგულება, დახმარება და გვერდში დგომა.
იგი ძალაა… დიდი ძალა რომელსაც შეუძლია მტრობით დანგრეული კოშკები თავიდან ააშენოს.
სიყვარული არის ის რაც აიძულებს დედამიწას იბრუნოს!



,,წაგიკითხავს სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ წერენ?
ვით იტყვიან, ვით აქებენ? ცან ცნობანი მიაფერენ!
,,სიყვარული აღგვამაღლებს”, ვით ეჟვანნი ამას ჟღერენ.  (ვეფხისტყაოსანი)
      აქვე შეგიძლიათ მოუსმინოთ გენიალური პოეტის გენიალურ ლექსს.

No comments:

Post a Comment