შშმ პირები საქართველოში
დღესდღეობით საქართველოში 140 000 და მეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. მათთვის სხვადასხვა სახის მომსახურებები არსებობს, მათ შორის, დღის ცენტრები, მცირე საოჯახო ტიპის სახლები, თუმცა, ეს მომსახურებები, სამწუხაროდ, არ არის საკმარისი და ჯერ კიდევ უამრავი პრობლემაა გადასაჭრელი. პრობლემაა ისიც,რომ იმ მცირე სერვისების შესახებაც, რაც საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის არსებობს, მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილს აქვს ინფორმაცია. უდიდესი პრობლემაა მათი საზოგადოებაში ინტეგრაციას.
ამ ეტაპზე სპეციალიზებული ავტომობილით მხოლოდ გარკვეული კატეგორიის შშმ პირები ისარგებლებენ, თუმცა, მომავალში ყველა კატეგორიის შშმ პირს მიეცემა საშუალება, მართვის მოწმობის ასაღები პრაქტიკული გამოცდა ადაპტირებული ავტომანქანით ჩააბაროს.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სოციალიზაციისათვის უმნიშვნელოვანესია განათლების მიღება, მათ თავიდანვე უნდა იცხოვრონ, როგორც ჩვეულებრივმა ადამიანებმა და არ უნდა გამოირჩეოდნენ საზოგადოების სხვა წევრებისაგან. აუცილებელია, მათი ოჯახის წევრებმა გაიაზრონ, რომ მათი სახლში ჩაკეტვა და საზოგადოებისაგან დამალვა უარესია და ეს არა მარტო მათზე მოქმედებს უარყოფითად, არამედ ეს მთელი ქვეყნის პრობლემად იქცევა. იმისათვის, რომ მათ შეძლონ განათლების მიღება, პირველ რიგში, აუცილებელია, ადაპტირებული გარემო, შენობა-ნაგებობები, სკოლები ისე უნდა იყოს მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის, რომ ადვილად მოახერხონ გადაადგილება და თავს უსაფრთხო გარემოში გრძნობდნენ. ინკლუზიური განათლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ჩვენს ქვეყანაში სულ 10 ინკლუზიური სკოლაა, რაც ძალიან მცირე მაჩვენებელია, დაახლოებით 110 ადამიანს აქვს საშუალება ისარგებლოს ამ მომსახურებით. ასევე უმნიშვნელოვანესია კვალიფიციური პედაგოგები, მათთვის ტრენინგების ჩატარება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შესახებ უამრავი ინფორმაციის მიწოდება, რათა ეფექტურად შეძლონ როგორც ურთიერთობის დამყარება, ასევე, განათლების სწორად და სათანადოდ მიწოდება.
საქართველოსთან შედარებით, სხვა ქვეყნებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გაცილებით უკეთ ადაპტირებული გარემო აქვთ. ტრანსპორტი, პანდუსები ადაპტირებულია შშმ პირებზე და ქუჩაში გამოსვლა მათთვის მეტ-ნაკლებად უსაფრთხოა. ჩვენს ქალაქში არსებული პანდუსებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები თითქმის ვერ სარგებლობენ.
საქართველოსთან შედარებით, სხვა ქვეყნებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გაცილებით უკეთ ადაპტირებული გარემო აქვთ. ტრანსპორტი, პანდუსები ადაპტირებულია შშმ პირებზე და ქუჩაში გამოსვლა მათთვის მეტ-ნაკლებად უსაფრთხოა. ჩვენს ქალაქში არსებული პანდუსებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები თითქმის ვერ სარგებლობენ.
No comments:
Post a Comment