ჯანსაღი ცხოვრების 18 წესი სტივ ჯობსის პირადი ექიმისგან
ექიმი, რომელიც ჯანსაღ ცხოვრებას უწევს პოპულარიზაციას და წარმოადგენდა მსოფლიოში ცნობილი ადამიანის, სტივ ჯობსის პირად ექიმს - დევიდ აგუსი გვთავაზობს გასათვალისწინებელ რჩევებს, რომელიც უნდა გვახსოვდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში იმისთვის, რომ მუდამ კარგ ფორმაში და ამაღლებულ განწყობაზე ვიყოთ.
- შევამციროთ კოფეინი. მაქსიმუმ დღეში ერთხელ ან ორჯერ ჭიქა ყავა საკმარისია განწყობის ასამაღლებად. დოზის გადამეტებამ შესაძლოა უკუეფექტიც კი გამოიწვიოს. შესაბამისად, კოფეინის დღიური დოზის დარეგულირება თავადაც შეგიძლიათ.
- ხშირად გაიღიმეთ, ის ხომ უფასოა და ამავდროულად, დადებითად განაწყობს თქვენ მიმართ უცხო ადამიანებს და გეხმარებათ როგორც საქმეში, ასევე, პირად ცხოვრებაში. ამასთან, ღიმილი ხელს უწყობს ტვინში ენდორფინებისა და სეროტონინის გამოყოფას, რომლებსაც ბედნიერების ჰორმონებსაც უწოდებენ ხოლმე.
- ნუ დაიტანჯებით ფიტნეს - კლუბებში სიარულით და დამქანცველი ტრენაჟორებით. უმჯობესია, ბევრი იაროთ ფეხით სუფთა ჰაერზე. თუნდაც ხშირად ადით და ჩადით კიბეებზე და ესეც თქვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იქნება. შეგიძლიათ დღეში 15 წუთით დაიტვირთოთ და ნელ-ნელა გაზარდოთ დატვირთვა
- ხშირად მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს, თქვენს მაჯისცემას, წნევას. იმეგობრეთ თქვენს სხეულთან, რაც თქვენს გულს სწადია, დაკავდით იმ ფიზიკური აქტივობით და შეინარჩუნეთ ჯანმრთელობა მეტი აქტიურობით..
- განიტვირთეთ და კვების რაციონში ჩართეთ თევზი. ასევე, არასოდეს გამოტოვეთ კვება დღის მანძილზე, ის თქვენთვის ერთგვარი საწვავით არის, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ჩართეთ მეტი წითელი თევზი თქვენს კვებაში, როგორიცაა მაგალითად: სიომგა.
- უარს ნუ იტყვით სადილად ერთ ჭიქა ღვინოზე. ის დაგაზღვევთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებისგან და პრევენციულ ხასიათს ატარებს.
- კვირაში რამდენჯერმე მიიღეთ ასპირინი, განსაკუთრებით სასარგებლოა საბავშვო ასპირინის მიღება, რაც ხანდაზმულ ასაკში თავიდან აგარიდებთ ინსულტსა და ინფარქტს, ასევე, მას კიბოს საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.
- ყოველთვის ისაუზმეთ, რაც არ უნდა გეჩქარებოდეთ.
- იკვებეთ ჯანსაღად: მეტი ბოსტნეული, მეტი სუფთა წყალი, სალათები, თევზი. მოერიდეთ ნახევარფაბრიკატებსა და მზა პროდუქტებს, სწრაფ კვებას ქალაქებში.
- იყავით პოზიტიურები მუდამ.
No comments:
Post a Comment